ხუთშაბათი, 7:03 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

vshordebit


ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული..

ავტორი: Guestნანახია: (859) დამატების დრო: (2025-07-17)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ