შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.
სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა.
მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება.
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..
| ავტორი: Guest | ნანახია: (971) დამატების დრო: (2026-02-06)
|
|
|