მე ვადღეგრძელებ იმ სიყვარულს წმინდას,ანკარას, ყველგან, ყოველთვის გულმა ჩუმად თან რომ ატარა, მე ვადღეგრძელებ პირველ თანხმობას ნათქვამს სიწითლით, იმ მტანჯველ განცდას შეხვედრის წუთს რომ მწარედ ითვლის. მე ვადღეგრძელებ იმ კოცნას, სიწმინდეს მისას, სიტყვებს: "სულ მუდამ მეყვარები, შენს თვალებს ვფიცავ!" მე ვადღეგრძელებ იმ სიყვარულს, გიჟურს, ვნებიანს, იმ ლამაზ თვალებს შეხვედრისას რომ იბნევიან!
ავტორი: Guest | ნანახია: (1487) დამატების დრო: (2025-07-15)
|
|
|