მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს იმ სიყვარულს და კოცნას. *** მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია... *** ნეტავ შენი პერანგის, ღილად გადამაქცია ღვინო ვიყო წითელი ჭიქაში ჩამაქცია... ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი... ჩემით დათვრებოდი და ფეხზეც ვერ დადგებოდი. ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო წკრიალა... ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო შრიალა... ნეტავ ვიყო მე შენი... სევდა... დარდი... ფიქრები... შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები... ნეტავ შენი ოთახის, ნივთად გადამაქცია... ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია... *** და თუნდაც მერე გაუჩინარდი, გულში დატოვე ყინვა და ბზარი. ის ერთი წუთი როცა მიყვარდი, მთელი ცხოვრების ტოლფასი არი... *** მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, "რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, შენთვის კი ყველაფერი
ავტორი: Guest | ნანახია: (1025) დამატების დრო: (2025-07-16)
|
|
|