| niko gomelauri |
მოიწყინა
ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .
მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია .
| ავტორი: Guest | ნანახია: (859) დამატების დრო: (2025-12-03)
|
|
|  |
|
| კატეგორიები | |
|  |
| მართვის ბლოკი | |
|  |
| მინი-ჩატი | |
|  |
| გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
| გამოკითხვა | |
|  |
|