| niko gomelauri |
ვინ
სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...
| ავტორი: Guest | ნანახია: (820) დამატების დრო: (2025-12-03)
|
|
|  |
|
| კატეგორიები | |
|  |
| მართვის ბლოკი | |
|  |
| მინი-ჩატი | |
|  |
| გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
| გამოკითხვა | |
|  |
|