პარასკევი, 5:34 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

niko gomelauri



დრო ყველაფრის მკურნალია,
    ოღონდ ჩემი არა.
    საოცარი უნარია
      დარდი წარა-მარა.

    რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
      უმარტივეს ლექსად.
    წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
    ვერ ვიშორებ ვერსად.

    როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
    მახსენდება პაპა.
    ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
      დედაჩემის კაბა.

    ცის ცრემლებზე მახსენდება
      მე სიტყვები მამის . . .
    ღვინო სანამ გამეხსნება,
    მეც ავტირდე ლამის.

    ღამე სმაში მათენდება
      დამეკარგა ღერძი   . . .
    კიდევ რა არ მახსენდება,
    კიდევ რას არ ვებრძვი.

    საოცარი უნარია
      დარდი წარა-მარა.
    დრო ყველაფრის მკურნალია
      -ოღონდ ჩემი არა...

ავტორი: Guestნანახია: (775) დამატების დრო: (2025-07-18)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ