| niko gomelauri |
მე
შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
| ავტორი: Guest | ნანახია: (800) დამატების დრო: (2025-12-04)
|
|
|  |
|
| კატეგორიები | |
|  |
| მართვის ბლოკი | |
|  |
| მინი-ჩატი | |
|  |
| გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
| გამოკითხვა | |
|  |
|