რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი. ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალლარი, გაფითრებული ჭადარი, ---- ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი. -- გახსოვს ტყეები ირიბად, ხეზე დაკრული თარჯები, ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები. --- გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით, და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდეგს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული პირიქით? --- ეჰ რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა! --- ან შენ სადა ხარ დედილო რომ ლექსი გამაბედვინო? --- რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი.
| ავტორი: Guest | ნანახია: (880) დამატების დრო: (2025-12-03)
|
|
|