პარასკევი, 7:39 AM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

mirabos xidqvesh


მირაბოს ხიდქვეშ, მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა,
ჩვენი გრძნობებიც
თან მიჰყვება მდინარის დენას
და სანამ მოვა სიხარული, ჯერ მოდის წყენა.

შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,
დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.

ხელი ხელს მივცეთ, ერთმანეთის პირისპირ დავრჩეთ,
მაშინ როდესაც
გადაჯაჭვულ მკლავების თაღქვეშ
დაღლილი ტალღა მდინარის წყნარ ზედაპირს არხევს.

შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,
დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.

და სიყვარულიც, ვით მდინარე, მიედინება,
მასაც არ ინდობს
ამ ცხოვრების მდოვრე დინება,
მხოლოდ იმედი ცოცხლობს გულში, არ ეძინება.

შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,
დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.

არც სიყვარული, არც დღეები გარდასულები
არ ბრუნდებიან,
ხუნდებიან გაზაფხულები
და კვირტთა სკდომას ენაცვლება ფოთოლთა ცვენა...
მირაბოს ხიდქვეშ ძველებურად ირწევა სენა.

შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს,
დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.


ავტორი: Guestნანახია: (834) დამატების დრო: (2025-07-18)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ