ხუთშაბათი, 6:31 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

hey tqven aragvelebo


ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა....

ავტორი: Guestნანახია: (2453) დამატების დრო: (2025-07-17)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ