პარასკევი, 4:36 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

gazafxulis sagalobeli


გაზაფხულის საგალობელი

ინებე შემობრძანება
შენეულ კარმიდამოში,
ყინვა იფრინე თავნება,
ჩაგვაცვი
ქარვის სამოსი.
ვაზი აავსე გალობით,
გაალღვე მიქა ხეშეში,
მზეო, ამოდი,
ამოდი,
ძილის გუდობას შეეშვი,
ყავარჯნად შემოეშველე
ჩვენს ხელებს
შრომით დაძარღვულს,
ყოველ ზაფხულს
და გაზაფხულს
შენს შესახვედრად
დავძრავთ გულს .
აავსებ მზით და წყალობით
მთებს_ქვევრებს
ასკოკიანებს,
მზევ, ჩემს ცაზედაც ამოდი,
დავფესვდე,
დავტოტიანდე.
ამავსე ლექსით,
გალობით,
შენი მრავალგზის
მევალე,
მზეო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები მწვერვალებს.


ავტორი: Guestნანახია: (814) დამატების დრო: (2025-07-18)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ