ხუთშაბათი, 7:24 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

galaktion tabidze -ganaxlda guli


განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,

რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...

გზა დამიცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,

ბედს კი მაინც არ შევურიგდები!

წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!

ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით

გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?

ჩამომეცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!

ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს

გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ.

გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,

წყეულ ღამესაც გავანადგურებ...

წამების ცეცხლში განახლდა გული,

ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე,

გზა დამიცალე, შავო ბურუსო.

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

ავტორი: Guestნანახია: (891) დამატების დრო: (2025-07-17)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ