| გალაკტიონ ტაბიძე - მეტეხი იდგა რუხი, პიტალო |
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო.
შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს,
მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო.
წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული
ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი.
მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული,
სული შეშლილი და ბედნიერი.
| ავტორი: Guest | ნანახია: (879) დამატების დრო: (2025-12-03)
|
|
|  |
|
| კატეგორიები | |
|  |
| მართვის ბლოკი | |
|  |
| მინი-ჩატი | |
|  |
| გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
| გამოკითხვა | |
|  |
|