ველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! – ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივარი, რაც ცას დღისით აეწურა, ცვარ-ნამებად გარდაქმნილი იის გულზე დაეპკურა. გაზაფხულის კოხტა ყვავილს გულს სიამზე მოეფინა, ველს სალამი მისთავაზა და მადლობით ცას შესცინა. კოპწიას და ჩანასკულსა, ლურჯქათიბა-კაბიანსა მთაც ნაკადულს უგზავნიდა, ცივწინწკლება-ქაფიანსა. და უთვლიდა გამარჯვებას, ცხონდა თქვენი მშობელიო, აქ ეს არის, მანდ შენა ხარ გაზაფხულის მთხრობელიო… ველში ია ცქრიალებდა, კლდეზე წყარო ჩქრიალებდა, მთა და ბარში გაზაფხულის უხვი მადლი ტრიალებდა… ——————————— დაგვემშმვიდობა ზაფხული, მწველი,მცხუნვარე დღეები. სულ თვალწინ მიდგას სოფელი, გადაქოჩრილი დღეები. პატარა,ანცი მდინარე და ოქროსფერი ველები, ციხე-კოშკები მძინარე, ძველად სამშობლოს მცველები; ბეღლისოდენა წისქვილი, ყურებდაჭრილი მურია, მთის წყარო მოუსვენარი, რომ სვამ და ისევ გწყურია. თვალს მიბრწყინებენ,მომდევენ მშობელ სოფელზე ფიქრები, შემოდგომაზე პირველი, კვლავ ჩემს სკოლაში ვიქნები. გულს ამიძგერებს ზარის ხმა, შეხვედრის ტკბილი წამები, იქ ჩემს საყვარელ აღმზრდელებს ხალისით მივესალმები.
ავტორი: Guest | ნანახია: (998) დამატების დრო: (2025-07-17)
|
|
|