პარასკევი, 1:00 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

avtori nika wero


შენ ისე დიდხანს
ვერ წაგშლი ჩემში ,
რომ მე ტკივილი
ჭკუიდან შემშლის..
შენი ღიმილი
გაკრთება მზეში,
ბალახში, ხეში...
სიზმრებში მოხვალ
ისევ და ისევ
რომ განმიახლო
სევდის პორფირი..
მერე ქუჩებშიც მომელანდება
შენი მხრები და შენი პროფილი..
მომენატრება ალბათ კვლავ დიდხანს
შემხვდე და მითხრა
თუნდ ერთი სიტყვა,
ან დამიძახო შორით სახელი...
რატომ წახველი?
ასე მგონია, მარტო მე გტირი
და მარტო ჩემთვის-
მზეს ადგას ჩრდილი..
ამიტომ ვბედავ,
ვბედავ და ვამბობ:
დიდხანს დარჩები
ალბათ შენ ჩემში
და მე ტკივილი
ჭკუიდან შემშლის..

ავტორი: Guestნანახია: (820) დამატების დრო: (2025-07-18)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ