ხუთშაბათი, 11:53 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

aq aris imdeni mze


აქ არის იმდენი მზე

ხიფათებს გულდაგულ
ვუხვდები,
მაინც შიშის ქარი მძლევს,
როგორ მოვერევი
უღონო მუხლებით
მიკიბულ _ მოკიბულ გზებს !
აქ არის იმდენი სითბო,
აქ არის იმდენი მზე,
თუ გინდა, ჩაიყარე უბეში,
ტუ გინდა, ჩაიფინე ბუდეში, _
გვეყოფა მეცა და შენც.

გავხედავ ზეცას,
იმ მთას თუ ამ მთას,
მზის ფერი წვიმები წვიმს,
ნაძვის თითისტარზე
მზე სხივებს ართავს,
ჩრდილები გარბიან წინ.
სიმწვანის უძირო მორევში
დაღლილი მიყვები მთებს,
მზეში გავლებული გორები
ჰგვანან
დევის დადგმულ ძნებს,

აქ არის იმდენი სითბო,
აქ არის იმდენი მზე,
თუ გინდა,
ჩაიყარე, უბეში
თუ გინდა, ჩაიფინე ბუდეში,
მაინც ვერაფერს დააკლებ
ამ ჭალებს,
ამ მინდვრებს, მთებს, _
გვეყოფა მეცა და შენც!


ავტორი: Guestნანახია: (838) დამატების დრო: (2025-07-17)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ