პარასკევი, 0:05 AM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

albatrosi


აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,
როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,
იჭერენ ხოლმე ზღვის ფრიინველებს, დიდ ალბატროსებს,
რომელნიც ხომალდს მოწყენნილნი მისდევენ გუნდად.


მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,
ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,
მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება
და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.


ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,
ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,
ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში
და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.


ავტორი: Guestნანახია: (825) დამატების დრო: (2025-07-18)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ