...... |
შენ არ ხარ ქალი
შენა ხარ ლექსი
შენ არ ხარ სხივი
შენ მზის ცრემლი ხარ
მოგიქსოვია სიზმრის პერანგი
მერე სიზმარსაც გამოქცევიხარ
და გაგიშლია თეთრი ლოგინი
და თუმც ეკრძალვი სწორფერს და სატრფოს
ჯერ დაუკრეფი შენი მტევნები
აგვისტოს ხვატს და მზის ტორებს ნატრობს
რა შორს წასულა შენი მებაღე
დაუკოცნავი გრჩება თვალები
გადიდგულდები თუ დაგივიწყა
დასწყევლი თუკი შეებრალები
და შეიკვეცავ სევდისფერ დალალს
რამეთუ ქარებს ამაოდ სდიე
შემოვა შენი ლამაზი ღმერთი
და სასთუმალთან დაგიწყობს იებს...
ავტორი: Guest | ნანახია: (1035) დამატების დრო: (2025-07-16)
|
|
|  |
|
კატეგორიები |
|  |
მართვის ბლოკი |
|  |
მინი-ჩატი |
|  |
გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
გამოკითხვა |
|  |
|