ხუთშაბათი, 7:01 PM, 2025 

ლექსები
სურათები
სადღერგძელოვიდეოებიაუდიომუსიკა მთავარიკონტაქტითხოვნები

..........


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა.

ავტორი: Guestნანახია: (998) დამატების დრო: (2025-07-17)




კატეგორიები

მართვის ბლოკი

მინი-ჩატი

გამოკითხვა
რომელი პოეტი მოგწონთ?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 202


სერვერები & Banners




გამოკითხვა
რომელი ადმინისტრატორი მოგწონთ
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52


© 2004-2009
Designed By John. All Right Reserved.საიტი გაკეტებულია HoOL[i]GaN-ის მიერ