| ....................... |
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება. არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი... შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?.. შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო. არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა... არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...
არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი. ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს... არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი... შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.
არ მითხოვია - დამიბრუნდი... და ამას არ გთხოვ... რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა. ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი... და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერასდროს, ვერა!..
| ავტორი: Guest | ნანახია: (936) დამატების დრო: (2025-12-03)
|
|
|  |
|
| კატეგორიები | |
|  |
| მართვის ბლოკი | |
|  |
| მინი-ჩატი | |
|  |
| გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
| გამოკითხვა | |
|  |
|