იალნოს თავზე ღრუბლები სხედან ვაი, იალნოს ბრალი, წამოვა სეტყვა, ვაზთტა და ხეთა ცოდვის კრიალოსანი. დედიშობილა დგანან თელები, ივრის მინდორზე ჟინჟლავს, იალონს თავზე ყორნები სხედან ცისა და მიწის მიჯნად. იალნოს თავზე ყორანი ჩხავის, ფრთებზე ილასავს ნისკარტს, შორს მონადირეს შეცვლია მხარი, თავს ბილიკისთვის იკლავს. ქარაშოტს ვაზი ნებაზე მიჰყავს, ვაზებს შიში აქვთ სეტყვის, ამაზე მძიმე სამძიმრის სიტყვას გლეხკაცს ვერავინ ეტყვის!
ავტორი: Guest | ნანახია: (909) დამატების დრო: (2025-07-18)
|
|
|