
ატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები
შვენებით მოჰგავხარ სალი კლდის ავაზას,
შენ, სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ლოცავენ შენ სავალ ბილიკებს
რამდენჯერ ვევედრე "ლაშარს" და "კოპალას"
რომ დაგიბრუნებდა აპრილებს გაფრენილს,
რომ მოგიტაცებდი თეთრსა და ლურჯ თვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს,
იცოდე დღეიდან არ შემხვდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით
შეგხვდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
ქარს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით,
და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს
ვეწვევი გავხდები სალი კლდის ხიზანი
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი
ქალი რომ დალალებს გაგიშლის,
შენ ჰგავხარ ნესტანს და თამარ ქალს,
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს
და მერე ყაჩაღი დამარქვას!!!