***** |

სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა
აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა
მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ
ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით
გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ,
მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ
გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა
წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ
მჭირდები!
სანთელი იწვის, სანთელი დნება, ჩემი ფიქრები
უკვალოდ ქრება, ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება და ეს ოცნებაც კვლავ
ქარს მიჰყვება. სანთელი დნება და ფიქრი რჩება, სიქუმე დგება და
ღამე კრთება, ღამის წყვდიადში ცა იძირება და ეს ოცნება უსიტყვოდ
კვდება.
ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე, ჩემს სახურავზე
ანათებს მთვარე, ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე თუ მენატრები და თუ
ვერ გნახე. შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს, და ჩემი გრძნობა,
რომ უძლებს ამდენს _ შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს, არ ვიცი
კიდევ აიტანს რამდენს.
ავტორი: Guest | ნანახია: (915) დამატების დრო: (2025-07-18)
|
|
|  |
|
კატეგორიები |
|  |
მართვის ბლოკი |
|  |
მინი-ჩატი |
|  |
გამოკითხვა | |  |
სერვერები & Banners
|
|  |
გამოკითხვა |
|  |
|